"ბალახისფერი კაცი "
"ალუბლის ქალაქს მაინც თავისი ოხერი ქალაქი ერჩია..." მართლაც, შესაშურია ის უსაზღვრო უძირო სიყვარული, რომელიც ბალახისფერ კაცს ჰქონდა.ამდენი ნაკლოვანების, დამცირების, სიძულვილის მიუხედავად ის მაინც თავისი ქალაქის ერთგულია. რაფიელ ერისთავმა თქვა:
"არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკვდავებისა ხეზედა,
არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა "
ბალახისფერი კაციცი ასეთი პატრიოტიზმით იყო განმსჭვალული. ის იყო მამაცი, მან იცოდა, რომ საფრთხეს უქმნიდა თავის სიცოცხლეს ქალაქში დაბრუნებით, მაგრამ არ შეშინდა. მისი სიყვარული უფრო ძლიერი აღმოჩნდა. ეს თვისება ჩანს შემდეგ მონაკვეთში: "ბალახისფერი კაცი აუზთან მივიდა და რამდენიმე პეშვი წყალი დალია. ეტყობოდა, რომ არ სწყუროდა, მაგრამ მაინც სიამოვნებდა ის წყალი."
ბალახისფერი კაცი არის პატიოსანი, სიმართლის მთქმელი. მას არ უყვარს მშობლიური ქალაქი, მაგრამ ბრმად არ ენდობა ხალხს. ის ამჩნევს ნაკლოვანებებს და ხმამაღლა საუბრობს ამის შესახებ, რადგან ის ყვეყნის მოყვარეა და ცდილობს, კარაველებს გამოასწორებინოს მათი შეცდომები. მაგრამ ამ სიმართლის გამო ის გააძევეს ქალაქიდან. უფალმა ბრძანა: " ნეტარ იყვნენ დევნიულნი სიმართლისათვის, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა" ამიტომაც ყოველი კარგი ქმედება უკვალოდ არ იკარგება. ბალახისფერ კაცს აქვს კიდევმრავალი კარგი თვისება , ერთ-ერთი არის კაცთმოყვარეობა. მიუხედავად იმისა, რომ ის ამჩნევს ქალაქის ნალოვანებებს, მას მაინც უყვარს მოქალაქენი. "იგი უყურებდა კარაველთა ფუსფუსს დღესასწაულების დროს, აინტერესებდა პირველი ვინ გამოვიდოდა სახლიდან გამთენიისას." ის იყო სევდიანი , ეცოდებოდა საზოგადოება, რომელიც ასე დაბეჩავებულიყო და ბრბოდ გადაქცეულიყო.
" თუ სიყვარული არა მაქვს, არარაობა ვარ"- ბრძანა პავლე მოციქულმა. კარაველთა საზოგადოება ტიპიური ავტორიტარული, მადლდაკარგული საზოგადოებაა, რომელიც ზომბირებულია. მათ არა აქვთ მოყვასის სიყვარული და წარმოადგენენ ბრბოს, რომელსაც არა აქვს საკუთარი აზრი, მისწრაფება და ემორჩილება თავიანთ ბელადს, რომელიც მათ გააკერპეს. კარაველებს არ მოსწონთ პატიოსანი კაცი , რომელმაც მათი ნაკლოვანებები ამხილა, რადგან მისთვის "ჭეშმარიტება უფრო მაღლა დგას ვიდრე სამშობლო". კარაველები წარმოადგენენ ბრბოს, რომელიც ერთ იდეას ემსახურება, რომელსაც დიდი კარაველი კარნახობს.სწორედ ბრბომ შეიწირა მარიტა, ალუდა ქეთელაური, იგი, თოლია ჯონათან ლივინგსტონი და კიდევ მრავალი.
კარაველები არიან მშიშრები. ისინი აგონიაში ვარდებიან ბალახისფერი კაცის დანახვისას, ასევე არიან სულელები, უსუსურები, არ აქვთ საღი აზროვნების უნარი. ამას მოწმობს "ბრძენი კარაველის " სიტყვები :ერთმა ბალახისფერმა კაცმა ასეთ დღეში ჩაგაგდოთ, ნეტავ რა გეშველებოდათ, რომ მოსულიყო ორი ბალახისფერი კაცი?!" კარაველები ასევე არიან უსაქმურებ, მათ არ იციან დროის ფასი და ხარჯავენ მას იმაზე საკამათოდ თუ როგორ უფრო უხდება დიდი კარაველის ცოლს თმა. "დიდი კარაველი "-ფაშისტური გერმანიის ბელადია , რომელსაც საზოგადოება აღმერთებს და ეთაყვანება. მას სძულდა მართალი კაცი ამიტომაც მათ სიცოცხლეს უსწრაფებდა. სწორედ დიდ კარაველს შეეწირა ბალახისფერი კაცი. "-მოარტყეს? -კი. დიდმა კარაველმა კარგად იცოდა თავისი საქმე "

Комментариев нет:
Отправить комментарий